ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს იმპიჩმენტით ემუქრება [ვიდეო]

21 თებერვალი 2019, 00:00 2232 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ვიწრო ინტერესების მენეჯმენტის გატარებაში დ ამათი ინიციატივების დაბლოკვაში ადანაშაულებს. "თუ არ შეცვლით მართვის სტილს, ჩვენ თქვენ გადაგაყენებთ" - უთხრა კობახიძეს დეპუტატმა.  

"თქვენ არ გაინტერესებთ, მეორე განხილვამდე მივიდეს კანონპროექტი, პირველივე მოსმენაზე აგდებთ მას. შესაბამისად, საერთოდ არ გაინტერესებთ, ჩვენი როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ წარმომადგენლების ინიციატივები.  

დღეს პარლამენტს ვიწრო ხედვის ინტერესების მენეჯმენტი ყავს, ვიწრო ინტერესებზე აწყობილი. ძალიან დაემსგავსეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავისი სტილით დ ამოქმედების ტაქტიკით, ართანამშრომლობის პრაქტიკით, თუმცა კი თანამშრომლობთ ბოკერიასთან და მეორე ნაცმოძრაობასთან. ჩვენთან არ გამოდის ჩვენი მცდელობის მიუხედავად. 

ან შეცვალეთ მართვის სტილი, მიდგომები, ან ჩვენ დავაყენებთ თქვენი იმპიჩმენტის საკითხს. პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ გადაგაყენებთ"  - თქვა ირმა ინაშვილმა. 

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა კომენტარი ეკა ბესელიას კანონ პროექტზეც გააკეთა და თქვა, რომ ის ბესელიას გუნდზე შორს მიდის და საკონსტიტუციო ცვლილებებს იტხოვს, საერთოდ გაუქმდეს კონსტიტუციაში ჩანაწერი უვადოდ მოსამართლეების განმწესების ნაწილში.

"რატომ არის არაკონსტიტუციური მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადადება? მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები გვაქვს განსახორციელებელი და უნდა გავაუქმოთ საერთოდ უვადოდ დანიშვნის საკითხი, არაა ჩვენი ქვეყანა მზად ამისთვის, უვადოდ დაინიშნოს ვინმე, არც მოსამართლეთა კორპუსია ამისთვის მზად". 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში