შუამთობაზე ლევან ვარშალომიძის მისვლას მცირე ინციდენტი მოჰყვა

06 აგვისტო 2016, 00:00 3024 ნახვა

კიდევ ერთი ინციდენტი, შუამთობის დღესასწაულზე, ლევან ვარშალომიძისა და მისი მხარდამჭერების მისვლას მოჰყვა. აჭარაში ”ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი, სპეციალურად დამონტაჟებულ სცენასთან იმ დროს მივიდა, როცა გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივებს სიტყვით მიმართავდა და შუამთობის დღესასწაულს ულოცავდა. ვარშალომიძე მის მომხრეებთან ერთად შეეცადა სცენასთან ახლოს მისულიყო და დამდგარიყო, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, ინციდენტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთეს ქვეყნის პრემიერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ამავე კატეგორიაში