საქართველო Freedom House-ის ანგარიშში

21 თებერვალი 2019, 00:00 1172 ნახვა

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს შესახებ ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში.


დოკუმენტში საუბარია, რომ პრობლემად რჩება კორუფცია და გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა, რომელიც თან ახლავს სასამართლო პროცესებს.

ანგარიშში  ასევე ხაზგასმულია, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, პრობლემებია საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებების სრულად აღსრულებასთან დაკავშირებით, ასევე ხდება ბრალდებულების უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების დარღვევა და დაკავებისთანავე ადვოკატთან წვდომაზე უარის თქმა.

ამავე კატეგორიაში