საინფორმაციო შეხვედრა - საიუბილეო კვირეული უსკოში

21 თებერვალი 2019, 00:00 1173 ნახვა

ბათუმის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს  უსკოს წარმომადგენლებმაც. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის  წევრები საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით კვირეულის ფარგლებში  ქალაქის კერძო სკოლებში იმყოფებოდნენ. მათ საინფორმაციო შეხვედრა არჩევნებთან დაკავშირებით “ნიკეს” და “ევრო 2000”-ის მოსწავლეებთან გამართეს.

გააცნეს არჩევნების ისტორია და სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირების პროცესში მის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.  შეხვედრას მოსწავლეების ის ნაწილი ესწრებოდა, რომლებიც ახლო მომავალში ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებენ.

ამავე კატეგორიაში