არასამთავრობო სექტორი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე

21 თებერვალი 2019, 00:00 1278 ნახვა

ეს კანონპროექტი მეორე და მესამე ინსტანციის მოსამართლეების უვადოდ გამწესებას ეხებოდა, ცოტა უფრო ადრე კი პროტესტის ტალღა უზენაესი სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების სიას მოჰყვა.

სია საბოლოოდ გაიწვიეს და პარლამენტმა ახლა შესარჩევ კრიტერიუმებზე უნდა იმსჯელოს. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა დახურული იყო და თითქმის 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კრიტიკულები იყვნენ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები და მესამე სექტორის წარმომადგენლები.   არამოსამრთლე წევრებმა  პარლამენტის თავმჯდომარე  მოსამართლეთა კლანის ლობირებაში დაადანაშაულეს. მესამე სექტორისა  და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ  ხელისუფლება რეკომენდაციებს არ  გათვალისწინებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამავე კატეგორიაში