ენმ სამშენებლო კომპანიისგან ხელშეკრულების შეწყვეტას ითხოვს

22 თებერვალი 2019, 00:00 1600 ნახვა

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე,  კომპანია “კრისტალ ბილდინგის” მიერ გასულ წელს შესყიდულ ტერიტორიაზე  მშენებლობა ამ დრომდე არ   დაწყებულა. ეკონომიკის სამინისტროს კომპანიასთან  ნასყიდობის  3 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რაც 29 ათას კვ მეტრ ტერიტორიაზე  200 ნომრიანი 5  ვარსკვლავიანი  სასტუმროს,  37  ათას კვ მეტრ ფართობზე  გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობას, ხოლო  4 ათას 600  კვ მეტრზე,  პარკინგის   მოწყობას გულისხმობს.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კომპანიასთან ხელშეკრულების  გაწყვეტას და ტერიტორიის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება  მოითხოვს.

როგორც  ეკონომიკის სამინისტროში  გვითხრეს,   “კრისტალ ბილდინგმა”   ვადები  დაარღვია და მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან  7 თვეში არ დაიწყო,  ამიტომ  ფაქტზე  ადმინისტრაციული  წარმოება მიმდინარეობს.    

დაახლოებით  ერთ  თვეში გახდება ცნობილი შეუწყდება თუ არა კომპანიას ხელშეკრულება. ვადების დარღვევისთვის „კრისტალ ბილდინგს“   850 000  ლარის ოდენობის პირგასამტეხლო დაეკისრა, საჯარიმო თანხა ყოველდღიურად იზრდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში