ეკა ბესელიამ უმრავლესობა და პარტია ''ქართული ოცნება დატოვა

22 თებერვალი 2019, 00:00 1515 ნახვა

ეკა ბესელია "ქართული ოცნებიდან“ წასვლის მთავარ მიზეზად მასსა და უმრავლესობის უმრავლესობას შორის განსხვავებულ ღირებულებებს ასახელებს. პარტიის დატოვება კი მას, საბოლოოდ, 9 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის ჩავარდნამ აიძულა.

ეკა ბესელიას დღეს პირველად არ აღუნიშნავს, ის, რომ „ქართული ოცნება“ ასცდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალებს. გაყოფილ გზებსა და განსხავავებულ ხედვებზე საუბრობს ლევან გოგიჩაიშვილიც.
 

„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი, ეკა ბესელია  პოლიტიკური პლატფორმის შექმნას გეგმავს. ის  თანამოაზრეებთან ერთად ბრძოლას აგრძელებს. უმრავლესობის ნაწილისთვის, საწყენია გუნდიდან იმ პოლიტიკოსების წასვლა, რომლებთან პოლიტიკური მეგობრობა და ბრძოლა აკავშირებთ.

დეპუტატების დარჩენილი ნაწილი კი ეკა ბესელიას მორალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. „„ქართული ოცნების" ძლევამოსილი მოსვლა დაშლით დასრულდა“ - ასე შეაფასა დღევანდელი პროცესები პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში