ერთი წელი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან

22 თებერვალი 2019, 00:00 1031 ნახვა

საქართველოს ეროვნული გმირის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის ხსოვნას დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე მიაგეს პატივი. იქ იყვნენ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები, პრემიერმინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.გასული წლის 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

26 დღის შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა მისი ცხედარი ოჯახს გადასცა.  ინტერპოლის სამდივნოს გადაწყვეტილებით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებზე - დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევზე წითელი ცირკულარით ძებნაა გამოცხადებული.

ამავე კატეგორიაში