ბიძინა ივანიშვილი დეპუტატებთან შეხვედრებს 25 თებერვლიდან გააგრძელებს

23 თებერვალი 2019, 00:00 1260 ნახვა

ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია გამოხატა.

პარტია „ქართული ოცნების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს ორშაბათიდან გააგრძელებს. შეხვედრის მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე.

ამავე კატეგორიაში