რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედი კვლავ გაურკვეველია

23 თებერვალი 2019, 00:00 1522 ნახვა

რესპუბლიკური საავადმყოფო, რომლის ირგვლივაც მსჯელობა სამედიცინო საზოგადოებაში არ წყდება. პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები, სადაც ძირითადი მოთხოვნა საკითხის ირგვლივ ბუნდოვან საკითხებზე მეტი ინფორმაციის მიღებაა.

აქციის ორგანიზატორებს რამდენჯერმე უთხრეს, რომ კლინიკის გასხვისება არ იგეგმება, თუმცა დღემდე პასუხგაუცემელია კითხვები: რატომ არ არის სამედიცინო აღჭურვილობისთვის საჭირო თანხა გათვალისწინებული ცენტრალურ ან რეგიონის ბიუჯეტში, რატომ იკარგება მესამე წელი ისე, რომ სამედიცინო პერსონალის გადამზადება არ დაწყებულა და ვინ მართავს კლინიკას? რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და გასული წლის მაისში უნდა დასრულებულიყო.  ვადა ორჯერ დაირღვა, მშენებლობისთვის გათვალისწინებული 22 მილიონი კი 24-მდე გაიზარდა. დეტალები ფირუზ ბოლქვაძის და სულიკო დოლიძის სიუჟეტში.

ამავე კატეგორიაში