ზღვაში ნავთობპროდუქტების ჩაღვრის ფაქტი

24 თებერვალი 2019, 00:00 1505 ნახვა

გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების  ფაქტი გამოავლინეს. მალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან,  ზღვა ნავთობპროდუქტებით დააბინძურა.

კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ, 65 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, რასაც დაემატა 1045 ლარი, გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის.  გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვა.

ამავე კატეგორიაში