საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნიდან დაშლამდე

24 თებერვალი 2019, 00:00 1356 ნახვა

ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს პარტია, რომელსაც, სულ მცირე, 113 დეპუტატი ჰყავს. “ქართული ოცნება” 2016 წლიდან ფლობდა საკონსტიტუციო უმრავლესობას — საკანონმდებლო ორგანოში “ოცნებას” 115 დეპუტატი ჰყავდა.

გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი უკვე აღარ ირიცხებიან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რიგებში-ასე დასრულდა მოსამართლეების საკითხზე გუნდში დაწყებული განხეთქილება, თუმცა დასრულდება თუ არა რღვევის პროცესი, ამას დრო გვაჩვენებს. ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით 8 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა.

ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის, ალექსანდრე ერქვანიას, ზვიად კვაჭანტირაძის, კობა ნარჩემაშვილის, ლევან კობერიძის, დავით ჭიჭინაძისა და ოთარ ჩრდილელის – საკანონმდებლო ინიციატივა ეხებოდა “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას, რომელიც ითვალისწინებდა რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ დანიშვნის 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას. კანონპროექტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა 45 ხმა მიიღო. მანამდე საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა. უფრო ადრე პარტიიდან გარიცხეს დავით ჭიჭინაძე.

ამავე კატეგორიაში