აუდიტის სამსახური: ბათუმის მერიის სოციალური სერვისით გარდაცვლილები სარგებლობდნენ

25 თებერვალი 2019, 00:00 1788 ნახვა

ბათუმის მერიაში სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის შესრულებისას არ ხდებოდა  შესაბამისი ანალიზის კეთება-ნათქვამია  აუდიტის 2016-2017 წლის ანგარიშში.  მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნის მიხედვით  ირკვევა,  რომ ბინაზე მოვლის საჭირო მქონე პირთა პროგრამის დამუშავებისას ბათუმის მერიის  სოციალური სერვისით გარდაცვლილები სარგებლობდნენ.

აუდიტმა ასეთი 6 ფაქტი გამოავლინა.  ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016-2017 წლებში  შესასყიდი  საქონლის  სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით არ ჩატარებულა ბაზრის კვლევა, რის შედეგადაც არასწორად ხდებოდა  ბიუჯეტის და შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა, რაც აუდიტის დასკვნით „წარმოშობს საბიუჯეტო თანხების არარაციონალური ხარჯვის რისკებს. მაკონტროლებელმა ორგანომ ასევე ხარვეზები აღმოაჩინა მუნიციპალური სასადილოს სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სააგენტომ  ხარვეზიანი 165 ათას 21 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები ჩაიბარეს და ხარვეზების გამოსასწორებლად არ გამოიყენეს სამართლებრივი ღონისძიებები. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში