“ოსკარის” 91-ე დაჯილდოვების ცერემონიალი

25 თებერვალი 2019, 00:00 1720 ნახვა

საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ „მწვანე წიგნმა“ მიიღო. „ოსკარის“ დაჯილდოების 91-ე საზეიმო ცერემონიას წელს პირველად წამყვანი არ ჰყავდა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები ჰოლივუდის ცნობილმა  ვარსკვლავებმა დაასახელეს. წამყვანების მონოლოგების ნაცვლად კი მუსიკალური ნომრები და პერფორმანსები იყო წარმოდგენილი. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის ნომინაციაში გამარჯვება ოლივია კოლმანმა მოიპოვა.

„ოსკარი“ კოლმანს სემ როკველმა და ფრენსის მაკდორმანდმა გადასცეს.კოლმანმა „ოსკარი“ ფილმ „ფავორიტში“ შესრულებული როლისთვის დაიმსახურა. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვება რემი მალეკმა მოიპოვა. ეს მისი  პირველი „ოსკარია“. საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში „ოსკარი“ ალფონსო კუარონმა მიიღო.  მას ჯილდო  ფილმ „რომათვის“ გადაეცა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში