აჭარის განათლების სამინისტროს ახალ სტრატეგიაზე მუშაობა გრძელდება

26 თებერვალი 2019, 00:00 1538 ნახვა

მარტის შუა რიცხვებში გადის  ვადა, რომელიც მთავრობის თავმჯდომარემ განათლების მინისტრს ახალი სტრატეგიის შესამუშავებლად მისცა. თორნიკე რიჟვაძემ მინისტრს დაავალა უზრუნველყოს, ახალგაზრდების მეტი ჩართულობა როგორც პროგრამებში, ისე დასაქმების კუთხით. ასევე მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის განათლების მინისტრს მოუწოდა ფეხი აქტიურად აუწყოს საქართველოს განათლების სამინიტროს მიერ დაწყებულ რეფორმებს.

ისე ინგა შამილიშვილის განცხადებით, პროგრამებზე აქტიურად მუშაობენ , განათლების მინისტრმა დღეს არ დაადასტურა კულუარულად გავრცელებული ინფორმაცია, მისი შესაძლო გადადგომის შესახებ. 1 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების მინისტრს და უწყების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა, რომელზეც აღნიშნა, რომ სისტემა არის მოძველებული და საჭიროა ა მეტი ახალგაზრდის ჩართვა, რათა რეგიონიდან მათი გადინება ნაკლებად მოხდეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში