პრეზიდენტი ხვალ აზერბაიჯანში ვიზიტს იწყებს

26 თებერვალი 2019, 00:00 1295 ნახვა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს საქართველოს პრეზიდენტი ხვალ დაიწყებს. აზერბაიჯანში  საქართველოს ელჩის ინფორმაციით,  ბაქოში სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველო – აზერბაიჯანის ურთიერთობების გაღრმავებას და გაძლიერებას.  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან, წარმატებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დიასპორასთან.აზერბაიჯანში ვიზიტი28 თებერვალს დასრულდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში