ხელვაჩაურის მერის მოადგილე ზვიად ხალვაში გადადგა

26 თებერვალი 2019, 00:00 2684 ნახვა

ხელვაჩაურის მერის მოადგილე ზვიად ხალვაში გადადგა. წასვლის შესახებ განცხადება ხალვაშმა დღეს დაწერა, რომელიც ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ დღესვე დაუკმაყოფილა.  

უკავშირდება თუ არა მისი თანამდებობიდან წასვლა 2017 წლის აუდიტის დასკვნას, რომელშიც სხვადასხვა ტენდერებში დაშვებული შეცდომებზე იყო მითითება. ან ტენდერების საქმეზე სასამართლოში წაგებულ 2 საქმეს, რომლის შედეგად ხელვაჩაურის მერიას 31 500 ლარის გადახდა დაეკისრა კომპანიების სასარგებლოდ. 

ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ თანამდებობის დატოვების მიზეზი ეს გარემოებები არ გამხდარა და მისმა მოადგილემ პოსტი სხვა სფეროში ძალების მოსინჯვის სურვილით დატოვა. 

ჯუმბერ ვარდმანიძე მისი მოადგილის მოულოდნელ გადაწყვეტილებას არც აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას უკავშირებს, რომელმაც აუდიტის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, მუნიციპალიტეტების მერები მასთან დაიბარა და შენიშვნები მისცა.

ამავე კატეგორიაში