შეწყალების წესი შესაძლოა გამკაცრდეს 

26 თებერვალი 2019, 00:00 1193 ნახვა

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ შეწყალების წესი უნდა გამკაცრდეს. „იმის მიუხედავად, თუ რა ფორმით იარსებებს შეწყალების კომისია, საბოლოო გადაწყვეტილებას მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მიიღებს“, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომისიის დაკომპლექტებას დიდი სიფრთხილით ეკიდება.  საჭიროდ მიიჩნევენ, კომისიის წევრები დაკომპლექტდნენ პროფესიული კადრებით, რადგან შეწყალების კომისიისადმი საზოგადოებაში ნდობა უნდა ამაღლდეს. მისი თქმით, შეწყალების საკითხზე პრეზიდენტი 6 მარტს პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრებს.

ამავე კატეგორიაში