პრემიერი ანაკლიაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

07 აგვისტო 2016, 00:00 2680 ნახვა

პროექტ “ჩექ ინ ჯორჯია”-ს ფარგლებში, 9-14 აგვისტოს ანაკლიაში ქართული ელექტრონული მუსიკის პირველი ფესტივალი „GEM Fესტ“-ი გაიმართება, რომელსაც 40 ათასამდე სტუმარი დაესწრება. პროექტი “ჩჰეკინ Gეორგია” თითქმის სრულად, 20 მილიონ ლარზე მეტით ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა. ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა და პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ „GEM Fესტ“-ი ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის ამაღლებას, ინვესტიციების შემოდინებას, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას, ასევე მოსახლეობის დასაქმებასა და მათი შემოსავლების ზრდას.

ამავე კატეგორიაში