ქედის, სოფელ აგარაში 16 ოჯახისთვის სოციალური სახლი აშენდება

27 თებერვალი 2019, 00:00 3146 ნახვა

ქედის, სოფელ აგარაში 16 ოჯახისთვის სოციალური სახლი აშენდება. ტენდერი უკვე დასრულდა და ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში გამარჯვებული კომპანიის დოკუმენტაციის განხილვა მიმდინარეობს.

მერიაში აცხადებენ, რომ დეტალური ინფრომაცია კომპანიის შესახებ სატენდერო პროცედურების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. გამარჯვებულმა აგარაში საცხოვრებელი სახლი იმ ოჯახებისთვის უნდა ააშენოს, რომლებიც მეწყერ საშიშ ზონაში ცხოვრობენ. მშენებლობისთვის ქედის მუნიციპალური ბიუჯეტიდან მილიონ ნახევარ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

სოციალური სახლი 20 ბინიანი იქნება. 4 ბინა მერიის ბალანსზე იქნება, რომელსაც მუნიცპალიტეტი სტიქიური ან სხვა შემთხვევების დროს დაზარალებულებისთვის დროებითი თავშესასფრის მიზნით გამოიყენებს.  

ამავე კატეგორიაში