აივ/შიდსი და ტუბერკულოზი - სამოქალაქო სექტორის ფორუმი

27 თებერვალი 2019, 00:00 1352 ნახვა

საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევები შემცირდა და 100 000 მოსახლეზე საშუალოდ, 70-75-ის ფარგლებში ფიქსირდება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე სამოქალაქო სექტორის ფორუმზე განაცხადა.

ფორუმის მიზანია აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პროგრამების გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების მიმოხილვა. ფორუმზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შიდსის ცენტრი ორ წელიწადში აშენდება. დავით სერგეენკოს განცხადებით, შიდსის ცენტრის ​პროექტირებაზე ​ინტერესთა გამოკითხვა დასრულდა.

ამავე კატეგორიაში