საკრებულოს დეპუტატებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

28 თებერვალი 2019, 00:00 2025 ნახვა

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრ მირდატ ქამადაძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს სულიკო თებიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.  

ხმამაღალი საუბარი ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ინფორმაციის გამოთხოვის საკითხს მოჰყვა. მირდატ ქამადაძემ კოლეგებს უთხრა, რომ ბათუმის მერია ჩაკეტილ სტრუქტურად გადაიქცა. სულიკო თებიძემ კამათის დროს ოპონენტს უზრდელი უწოდა.

12 საათის საინფორმაციო გამოშვება 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში