საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი

28 თებერვალი 2019, 00:00 1291 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დიასპორას, სტუდენტებსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა. საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ბაქოში გამართულ შეხვედრებზე განხილულ საკითხებსა და მიღწეულ შეთანხმებებზე ისაუბრა.  

სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევთან შეხვედრის შესახებ ქართულ დიასპორას საკუთარი შეფასება გაუზიარა და განაცხადა, რომ სამომავლო პერსპექტივების მიმართ აზერბაიჯანის ინტერესი არ შესუსტებულა და ენერგეტიკის გარდა, სხვა სფეროებში თანამშრომლობის პოლიტიკური ნება არსებობს.  

სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საელჩოების საქმიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. აზერბაიჯანში სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტი დღეს სრულდება. 

ამავე კატეგორიაში