ოპოზიცია აუდიტის ანგარიშის შემსწავლელი კომისიის შექმნას ითხოვს

28 თებერვალი 2019, 00:00 1456 ნახვა

ხმაურით დაიწყო ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა. “ნაციონალურმა მოძრაობამ“ აუდიტის ანგარიშის საკითხის განხილვა და დარღვევების შემსწავლელი კომისიის შექმნა მოითხოვა, რასაც უმრავლესობა არ დაეთანხმა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, საკითხს კომისიები უკვე განიხილავენ.

ნადიმ ვარშანიძის თქმით, ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობს მერიაც. ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. ისმოდა ურთიერთბრალდებები. “ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია სხდომების გაცდენების გამო გააკრიტიკა, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი ოპონენტებს მიღებული გადაწყვეტილებები დაუწუნა.

დღევანდელ სხდომაზე არ დაუყენებიათ, საკრებულოს თავმჯდომარისა და ხელვაჩაურის მერის იმპიჩმენტის საკითხი, თუმცა  “ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მას აუცილებლად დააყენებენ. მათი თქმით, ხმების მობილიზებისთვის კონსულტაციები უმრავლესობასთანაც აქვთ. მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ ოპოზიციას უმრავლესობაში მხარდამჭერები  არ ეყოლება.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში