სკოლა ქობულეთში, სადაც ფანჯრებზე მინის ნაცვლად ფიცრებია აკრული

01 მარტი 2019, 00:00 2623 ნახვა

სწავლისთვის შეუსაბამო პირობებია დაგვის საჯარო სკოლაში - ნახევარი საუკუნის 2-სართულიანი შენობის პირველი სართული საერთოდ გამოუსადეგარია. ფანჯრები ფიცრებითაა ამოჭედილი, აჭედილია სპორტ-დარბაზის კარიც, იქ შესვლა სახიფათოა.

საბაზო სკოლაში ამჟამად 56 მოზარდი სწავლობს. აჭარის განათლების მინისტრმა ამ სკოლის შესახებ დღეს ვერაფერი გვითხრა, თქვა რომ ამ სკოლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და საკითხს შეისწავლის. როგორც გავარკვიეთ მისი რეაბილიტაცია, ან ახლის მშენებლობა წელს არ იგეგმება. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში