''ერთად ავაშენოთ კეთილისოფელი'' - ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

01 მარტი 2019, 00:00 1478 ნახვა

“ერთად ავაშენოთ კეთილისოფელი” - ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. მასში ცნობილი ქართველი მომღერლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები  მონაწილეობდნენ.

თანხა მთლიანად მოხმარდება კეთილისახლის მშენებლობას, რომლის პირველი სახლიც  ბათუმში შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ სახლში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების 20 ოჯახი იცხოვრებს.

კონცერტი საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით გაიმართა, რომელსაც  ბათუმის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  

ამავე კატეგორიაში