ეუთო-ს დასკვნა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე

01 მარტი 2019, 00:00 1525 ნახვა

,,აჭარის ტელევიზია მეტწილად ფოკუსირებული იყო ადგილობრივი, რეგიონული მოვლენების გაშუქებით, და ლიმიტირებული, თუმცა დაბალანსებული სივრცე დაუთმო საარჩევნო კამპანიის აქტივობებს. ეს იყო ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც შესთავაზა მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება“ -ნათქვამია ეუთოს დასკვნაში, რომელიც    საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება.

დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ  უნდა გადაიხედოს საარჩევნო კანონმდებლობა, ნებისმიერი საარჩევნო რეფორმა უნდა ჩატარდეს ინკლუზიურად და ყურადღება  გამახვილდეს თითოეულ დონეზე კომისიის წევრების რაოდენობის გათანაბრებაზე - საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრები საქართველოს ხელისუფლების შესაბამის უწყებებს  რეკომენდაციით მიმართავენ, რომ  ამომრჩევლის დაშინების, საჯარო მოხელეებზე ზეწოლისა ან ხმების ყიდვის ფაქტებზე დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინონ.

ანგარიშში საუბარია  ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე. დასკვნა კრიტიკულია ამბობს  სახალხო დამცველი.

სიუჟეტი

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში