დაცვის მხარე სასტუმრო „არმაზის“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

02 მარტი 2019, 00:00 1376 ნახვა

4 წლიანი ლოდინის შემდეგ  სასტუმრო არმაზის საქმეზე,  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციოში გაასაჩივრებს.  განაჩენით უკმაყოფილო არიან დაღუპული ბავშვების ოჯახის წევრები, რომლებიც მომხდარში ანსამბლის ხელმძღვანელსა და პედაგოგებს ადანაშაულებენ. ისინი საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვენ.

სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა იმ განაჩენს, რომლის მიხედვითაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზაზა ართმელაძე სრულად სცნო დამნაშავედ. მოსამართლე ლევან გელოვანმა დარბაზი განმარტების გარეშე დატოვა.  ქობულეთში 2015 წლის 10 მაისს სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული გარდაცვლილია, არც დაზარალებული და არც დაცვის მხარე პროცესის შეწყვეტის მომხრე არ იყო.

ამავე კატეგორიაში