ილია ნაკაშიძის პასუხი უმრავლესობიდან წასულ ყოფილ თანაგუნდელს

02 მარტი 2019, 00:00 1478 ნახვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული კომიტეტის  მუშაობაში,  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარისგან  მივლინების მოთხოვნაზე უარი მიიღო.  განცხადებას ხელი პარლამენტის ვიცე -სპიკერმა ილია  ნაკაშიძემ მოაწერა, რომელიც ირაკლი კობახიძის საქართველოში არ ყოფნის დროს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს.

ილია ნაკაშიძის განმარტებით, ეკა ბესელია  აღარ არის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი და ავტომატურად აღარაა პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში, შესაბამისად ვერც ევროსაბჭოს ანსამბლეის სხდომებში მიიღებს მონაწილეობას.  რას ფიქრობს ამაზე ეკა ბესელია უცნობია, ის დედაქალაქში არ იმყოფება. ევროსაბჭოში სამუშაო შეხვედრა 4 მარტსაა ჩანიშნული. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში