მეწყრული  პროცესები, შეზღუდვები გზებზე და  შეფერხებები ენერგომომარაგებაში    

03 მარტი 2019, 00:00 1796 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში ისევ თოვს. თოვლის საფარი ხულოს მაღალი ზონის სოფლებში - 80, დაბაში კი 30 სანტიმეტრია. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზები ზამლეთი- ხიხაძირის, თხილვანა-ბაკოს, დიდაჭარა - ღორჯომის, საციხური- გელაურის, და აგარის მიმართულებით იწმინდება. კურორტ გოდერძის მიმართულებით კი მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი. შეზღუდვებია ელექტრომომარაგებაში.

დენი არ მიეწოდება ღორჯომის, რიყეთის, და დიოკნისის თემის სოფლებს, ასევე, სოფელ წაბლანას. უხვმა ნალექმა ელექტრომოარაგებაში პრობლემები შექმნა შუახევშიც. დენი არ მიეწოდება შუბნის, წყალსაყრისა და ბარათაულის თემს. „ენერგო პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ელექტრო მომარაგები კუთხით თოვლს პრობლემები არ შეუქმნია ქედაში, თუმცა სოფელ ვარჯანისსა და სვანივრში მეწყერი ჩამოწვა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ქედის მაღალ სოფლებში თოვლის საფარი 60 სანტიმეტრია.

ამავე კატეგორიაში