შეიწყალებენ თუ არა პატიმარ დეკანოზს?

03 მარტი 2019, 00:00 1257 ნახვა

დეკანოზის საქმე, რომელშიც ბუნდოვანება უფრო მეტია ვიდრე - სიცხადე. ოჯახი საპატრიარქოსთან, ისტორიაში პირველად, კარვით აქციას მართავს. მოთხოვნები იცვლება. პატიმარი დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე სასულიერო პირის ზიარებას ითხოვდა. დიდი წინააღმდეგობების შემდეგ, გიორგი მამალაძე აზიარეს საავადმყოფოში, ჯანმრთელობის დამძიმებული  მდგომარეობის ფონზე. ბუნდოვანი იყო მისი დიაგნოზი. საბოლოოდ პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოში დააბრუნეს.

ოჯახის წევრები შიშობენ, რომ დეკანოზის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, პირიქით დამძიმდა და ამ მოტივით მის გათავისუფლებას ითხოვენ. პატიმრობის გადავადება მოითხოვა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრმა. ნუ მოკლავ მღვდელს - საპატრიარქოსთან აქცია ასეთი მოწოდებითაც გაიმართა. დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას პატრიარქის მდივან - რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, აღნიშნულ პერიოდში,  ილია მეორესთან ერთად, ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად ცნო. დეკანოზის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

ამავე კატეგორიაში