ბათუმის მერის შეხვედრა მოსახლეობასთან

04 მარტი 2019, 00:00 1464 ნახვა

სხვადასხვა ტიპის პრობლემები, ინფრასტრუქტურული და კომუნალური სისტემის მოწესრიგება, გამწვანება, სოციალური საკითხები - ეს თემები დააყენა მოსახლეობამ ბათუმის მერთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე.

ლაშა კომახიძე ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული  მცხოვრებლებს შეხვდა. მისი თქმით, საკითხებს შეისწავლიან და საჭიროების შემთხვევაში საბიუჯეტო ცვლილებების დროს გაითვალისწინებენ.  სხვადსხვა უბანში მოსახლეობასთან შეხვედრას ბათუმის მერი ტრადიციულად ორშაბათობით მართავს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში