გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა უმრავლესობა დატოვეს

04 მარტი 2019, 00:00 1123 ნახვა

გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ. ჟორჟოლიანმა განაცხადა დღეს, რომ ისინი საქმიანობას ერთიანი საპარლამენტო ფრაქციის ფარგლებში გააგრძელებენ, რომელიც იქნება „პატრიოტებთან“ ერთად. ანუ აღნიშნული დეპუტატები "პატრიოტთა ალიანსს” უერთდებიან. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმცირესობა დაიშალა. სტატუსი “ევროპულმა საქართველომ“ უმრავლესობის შემადგენლობიდან დუპუტატების გასვლის შედეგად დაკარგა. რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობა იმ შემთხვევაში ფორმირდება, თუკი უმცირესობაში უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტი ერთიანდება. ახლა კი ასე აღარაა.

ამავე კატეგორიაში