ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის ადმინისტრაციული საზღვარი იცვლება

04 მარტი 2019, 00:00 1776 ნახვა

ე.წ. ლუჟკოვის სახლის ნაცვლად ახალი კომპლექსის ასაშენებლად მზადება გრძელდება. ამჯერად საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე ზონის სტატუსის შეცვლის საკითხი განიხილება, დღის წესრიგშია განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება, რომელიც კომპანია“ალიანს სიტიმ“ უნდა მოამზადოს. საუბარია 50-სართულიან ცათამბჯენზე. ხვალ რიგგარეშე სხდომაზე ქალაქის ახალი საზღვრების დამტკიცების საკითხზეც იმსჯელებენ.

ბათუმმა ხელვაჩაურს ის ტერიტორია უნდა დაუბრონოს, სადაც მუნიციპალიტეტის დაბა და ადმინისტრაციული ცენტრია განთავსებული. გარდა ამისა, საკრებულოს წევრებმა ბულვარში, პარკში და სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილების აკრძალვის შესახებაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.  რეგულაციების გამკაცრების ინიციატივა ''ბათუმის ბულვარს'' ეკუთვნის. მისი დამტკიცების შემთხვევაში შეზღუდვების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება და ის მთელ ზღვისპირა პარკს მოიცავს. მოკლედ ხვალ საინტერესო სხდომა გველის წინ.

ამავე კატეგორიაში