ბათუმის საკრებულომ K2 კოეფიციენტის გაზრდის წესი განსაზღვრა

05 მარტი 2019, 00:00 2354 ნახვა

მცირე ზომის მიწის ნაკვეთებზე კაორი კოეფიციენტის  გაცემაზე შეზღუდვები დაწესდა. კა2 კოეფიციენტის გაზრდის წესი ბათუმის საკრებულომ დღეს განსაზღვრა. უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მერიის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც დაშვებულზე დიდი მასშტაბის მშენებლობებზე ნებართვის  გაცემის ახალი რეგულაციები შემუშავდა.

მირიან მეტრეველის განცხადებით, 600-დან 1200 კვადრატულ მეტრზე მესაკუთრე კა2 კოეფიციენტის გაზრდას მაქსიმუმ 50% -ით შეძლებს და შესაბამისად გაიზრდება მოცულობაც, 2500 კვადრატულ მეტრზე ზევით კი საკითხზე ზონალური საბჭო იმსჯელებს. საკითხს მხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ. ოპოზიცია მოითხოვდა ცვლილება შესულიყო დადგენილებაში, რის მიხედვითაც კა2 კოეფიციენტის გაზრდისთვის საკრებულოს თანხმობა გახდებოდა საჭირო. ინიციატივას მომხრეები არ ყოლია. საკრებულომ მერიის მიერ შეთავაზებული წინადადება დაამტკიცა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში