საქართველოს პრეზიდენტი ხვალ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება

05 მარტი 2019, 00:00 1260 ნახვა

 ხვალ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში თავისი პირველი მოხსენებით წარსდგება, სადაც ის  საშინაო და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს. როგორც სალომე ზურაბიშვილის პრეს-სპიკერმა განაცხადა პრეზიდენტი ასევე ისაუბრებს დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ზოგადად შეწყალების კომისიის მუშაობის პრინციპებზე, ახალი კომისია შეცვლილი კონცეფციით შეუდგება მუშაობას და დაკომპლექტება განახლებული შემადგენლობით, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით პრეზიდენტი დეტალურად გასცემს პასუხს სიტყვით გამოსვლის დროს წარმოქმნილ ნებისმიერ კითხვას. პრეზიდენტის გამოსვლა ხვალ 12 საათზე დაიწყება.

ამავე კატეგორიაში