ქობულეთში გარემოვაჭრეები გააფრთხილეს

06 მარტი 2019, 00:00 1364 ნახვა

ქობულეთში გარემოვაჭრეებმა საქმიანობის აკრძალვის შესახებ წერილობითი გაფრთხილება მიიღეს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარემოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიული ფართი ბაზარის ტერიტორიაზე შესთავაზენ, სადაც ისინი ურთიერთშეთანხმებით იჯარის გარეშე იმუშავებენ.

გარემოვაჭრეებმა ტერიტორია 10 მარტამდე უნდა დატოვონ. კანონდამრღვევებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმები. 

ამავე კატეგორიაში