პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას ვიყენებთ, სხდომას არ დავესწრებით - გიგა ბოკერია

06 მარტი 2019, 00:00 1607 ნახვა

პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას „ევროპული საქართველოსა და ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები არ ესწრებიან.

პლენარულ სხდომაზე გიგა ბოკერიამ თქვა, რომ იყენებენ პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას და სალომე ზურაბიშვილის მოხსენებას არ მოუსმენენ. 

''ვროპული საქართველოს“ აზრით, წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ მიმართა ამომრჩევლების მოსყიდვას, ძალადობასა და კრიმინალური სამყაროს დახმარებას, ხმის მიცემის ფარულობის მასობრივ დარღვევას, რიგ შემთხვევებში ბიულეტენების პირდაპირ ჩაყარას. იმის გამო, რომ ამის შედეგად დღემდე არავინ დასჯილი არ არის. იმის გამო, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ წინ წამოწია შავრაზმული, პროპუტინული ძალები, აწარმოა სიძულვილის და დაშინების კამპანია, იმის გამო, რომ  ამან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას, დააზიანა ქვეყნის ავტორიტეტი, ამ ყველაფერის გამო, „ევროპული საქართველო“ იყენებ უფლებას პოლიტიკური ბოიკოტის და არ დაესწრება ამ სხდომას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში'' კი გუშინ განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და სხდომას ამიტომ არ დაესწრებიან.

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციური ფლანგის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობად აფასებს.

ამავე კატეგორიაში