''ძალიან ვწუხვარ, რომ აქ არის ცარიელი ადგილები'' - საქართველოს პრეზიდენტი

06 მარტი 2019, 00:00 1671 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას თქვა, რომ დარბაზში დარჩენილი ცარიელი სკამების გამო შეწუხებულია. ამბობს, რომ ის ყველას პრეზიდენტია. 

''ძალიან ვწუხვარ რომ აქ არის ცარიელი ადგილები, როდესაც ამ დარბაზში ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის. ეს პირადად ჩემთვის შეურაცხყოფა არ არის. ეს არის შეურაცხყოფა ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლოსი. მე მათ მივმართავ. ამ ცარიელი სკამების უკან არიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან და არანაკლებად მნიშვნელოვანი ვიდრე სხვები. იმედია მაქვს, რომ გაიგეს, მათაც მივმართავ. შეუძლიათ ჩათვალონ, რომ მე ვარ მათი პრეზიდენტიც'' - მიმართა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ქვეყნის პრეზიდენტმა. 

პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას „ევროპული საქართველოსა და ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები არ ესწრებიან. 

ამავე კატეგორიაში