ნიგაზეულის საჯარო სკოლას შერიფ ხიმშიაშვილის სახელი მიენიჭა

06 მარტი 2019, 00:00 3775 ნახვა
შუახევში, სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლას შერიფ ხიმშიაშვილის სახელი მიენიჭა. ოფიციალური ღონისძიება საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელსაც აჭარის განათლების მინისტრი, შუახევის მერი და თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე გაიმართა თეატრალური წარმოდგენა შერიფ ხიმშიაშვილის მოღვაწეობის შესახებ. მანამდე ღონისძიების მონაწილეებმა ხიმშიაშვილის მუზეუმი დაათვალიერეს. შერიფ ხიმშიაშვილი XIX საუკუნეში მოღვაწე საერო პირი იყო, რომელმაც სამშობლოს დაცვის საქმეში დიდი როლი შეასრულა.
ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში