გადაიხედება თუ არა ხიდაშელის გადაწყვეტილება?

08 აგვისტო 2016, 00:00 2237 ნახვა

სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შესწავლა მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროში.  ლევან იზორიას თქმით,  ამისთვის გარკვეული დროა საჭირო და საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი. რაც შეეხება რეზერვის კონცეფციის საკითხს, თავდაცვის მინისტრის განცხადებით,  ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება 4-წლიანი მუშაობის გეგმაში, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

ამავე კატეგორიაში