ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

07 მარტი 2019, 00:00 1470 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.  ხმაური მოჰყვა მდინარე კინტრიშის და მდინარე დეხვას შესართავთან ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას.  

დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ ზედა ლეღვას წყალმომარაგებისთვის წყალსაქაჩ ტუმბოს შეიძენენ, რისთვისაც 19 975 ლარი დაიხარჯება.  
 

სოფელ ჩაისუბნის საბავშვო ბაღის გაზიფიცირებისთვის კი  3 300 ლარი გამოიყო. 

ამავე კატეგორიაში