''ბოჰემა'' - სამზადისი საოპერო პრემიერისთვის

08 მარტი 2019, 00:00 1581 ნახვა

123 წლის შემდეგ ბათუმში ჯაკომო პუჩინის ოპერა "ბოჰემა" დაიდგმება. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი საოპერო პრემიერას მაისში გამართავს. იტალიური საოპერო აკადემიის წარმომადგენლები ბათუმში იმყოფებიან, მათ შორის არის ქართველი სოპრანო და იტალიური აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ლეჟავა.  

სპექტაკლზე ორი რეჟისორი, გერმანელი გეორგ რუტერინგი და ქართველი დავით მუქერია იმუშავებენ. „ბოჰემას“ მუსიკალური ცენტრი იტალიის ქალაქ პეზაროს რენატა დებალტის და მარიო დელ მონაკოს სახელობის საერთაშორისო საოპერო მომღერლების აკადემიასთან ერთად დადგამს.  

ოპერა  იტალიის  ქალაქ, პეზაროშიც იქნება ნაჩვენები. რეპეტიციები ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება.  

ბათუმის მუსიკალურ ცენტრსა და იტალიურ აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა. მხარეებმა  რამდენიმე ერთობლივი პროექტი  განახორციელეს.

ამავე კატეგორიაში