აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საინიციატივო ჯგუფთან კონსულტაციების გაგრძელებას გეგმავს

08 მარტი 2019, 00:00 1544 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებთან შეხვედრას სამომავლოდაც გეგმავს. ცნობისთვის, ჯგუფის წევრები თორნიკე რიჟვაძეს 26 თებერვალს შეხვდნენ, უფრო კონკრეტულ საკითხებზე სასაუბროდ კი შეხვედრა დაახლოებით 10 დღის ინტერვალში ანონსდებოდა. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ კონსულტაციები გაგრძელდება.

მისი განცხადებით, დაგეგმილია ზონალური საბჭოს შემადგენლობის გაძლიერება. ისტორიული ბათუმის დამცველების მოთხოვნები ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმებას, ან ძეგლების საბჭოსთან შერწყმას, ისტორიული საზღვრების დამტკიცების დაჩქარებას, მასში რივიერას ტერიტორიის დაბრუნებას და ძველ ბათუმში ისტორიული სახლების ნგრევის შეჩერებას ეხება. ითხოვენ ასევე მერმა არ მოაწეროს ხელი ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობას გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე.

ამავე კატეგორიაში