მუნიციპალური პროგრამა

10 მარტი 2019, 00:00 1242 ნახვა

ავარიული საცხოვრებლის ახლით შეცვლის თხოვნით, შუახევის მერიას 70-მდე ოჯახი მიმართავს. პროექტს მერია ეტაპობრივად ახორციელებს, თუმცა ამ ეტაპზე ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ არის. შუახევის მერია სახლის  შესყიდვას და პროგრამის ამოქმედებას ტენდერებიდან დარჩენილი ეკონომიების ხარჯზე აპირებს.

პროგრამით, გასულ წელს 15 საცხოვრებელი შეისყიდეს. დაზიანებული სახლის მეპატრონემ საცხოვრებელი უნდა მოიძიოს, რის შემდეგაც მერია მას თანხას ჩაურიცხავს. შარშან ერთ ოჯახზე 11 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება.

ამავე კატეგორიაში