ბათუმის საკათედრო ტაძარში შენდობის წესს 17 საათზე შეასრულებენ

10 მარტი 2019, 00:00 1122 ნახვა

ბათუმის საკათედრო ტაძარში შენდობის წესს 17 საათზე შეასრულებენ. ქრისტიანებისთვის ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულით ხვდებიან. დღეს ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. 

საეკლესიო გადმოცემით, მიტევების კვირა ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ბერებმა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არ ქონა იყო.

ამავე კატეგორიაში