პოლიციელის მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

11 მარტი 2019, 00:00 1359 ნახვა

დღეს გამოცხადდება მუხაესტატეს პოლიციის ყოფილი უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებული პირის  განაჩენი. სასამართლო პროცესი 15 საათზეა ჩანიშნული. სასამართლომ მხარეთა მტკიცებულებები გამოიკვლია. საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც

მკვლელობაში ბესიკ ტაკიძეს  ედება ბრალი. სასჯელი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მუხაესტატეს პოლიციის უფროსი ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზაზე გასული წლის 15 ივნისს იმ დროს მოკლეს, როცა ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ. პროკურატურის მტკიცებით, მკვლელობაში ბრალდებულმა პოლიციელს დანა ზურგში ჩაარტყა. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ამავე კატეგორიაში