„ახალი სკოლის მოდელი“ - საპილოტე პროგრამა

11 მარტი 2019, 00:00 4106 ნახვა

 „ახალი სკოლის მოდელი“  საპილოტე პროგრამა, აჭარაში პირველ საჯარო სკოლაში განხორციელდება. პროექტი საგაკვეთილო პროცესის ახალ მოდელზე გადასვლას გულისხმობს, რაც მიზნად ისახავს, მოსწავლეებისთვის შეიქმნას კრიტიკულ აზროვნებაზე,  ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო.

 „ახალი სკოლის მოდელი“ 50 საპილოტე სკოლაში მარტიდან ამოქმედდა, შემოდგომიდან კი ეს მოდელი კიდევ 100 სკოლას მოიცავს და ეტაპობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება. პროექტი დღეს ბათუმის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგებს თბილისის მასწავლებელთა სახლის დირექტორმა გააცნო.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში