ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" ანგარიშით 1:0 დაამარცხა

11 მარტი 2019, 00:00 1390 ნახვა

ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი მე-12 წუთზე გიორგი გადრანმა თავური დარტყმით გაიტანა და მოედანზე მისული გულშემატკივარი გაახარა. პირველი ტაიმის მსგავსად მეორეც დაძაბული გამოდგა.

შეიძლება ითქვას, რომ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი ბათუმის დინამოს მეკარე მიხეილ ალავიძე იყო, რომელმაც არაერთხელ იხსნა გუნდი შეტევისგან. ბათუმის „დინამო“ შემდეგ თამაშს უკვე მასპინძლის რანგში, გორის „დილასთან“ გამართავს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში