იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

11 მარტი 2019, 00:00 1659 ნახვა

 აქცია იუსტიციის სახლთან. პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან და სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ,  შეწყალების კომისია არ გააუქმოს. ირწმუნებიან, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია მათთვის, რომლითაც კომისიას პატიმრების შეწყალების თხოვნით მიმართავენ. შეგახსენებთ, პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლოა შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროს გადაეცეს.

  სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლით,  დამატებით ჩაერთვებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები. პრეზიდენტმა  რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში გამოსვლისას , აქამდე არსებული  შეწყალების  პრაქტიკა გააკრიტიკა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში